News

29 May, 2022

საქართველოს უნივერსიტეტებში ღია მმართველობის შესახებ საჯარო ლექციები გაიმართა

1/2

ღია მმართველობის გლობალური კვირეულის (OGP Gov Week 2022) ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო) ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის მიმართულებები და პრინციპები“.

შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის პროექტების კოორდინატორმა, სალომე საღარაძემ, სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს  ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების, ასევე, OGP-ში საქართველოს მონაწილეობისა და ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. GIPA-ში გამართულ შეხვედრას მოდერაციას უწევდა მიხეილ დარჩიაშვილი, GIPA-ს პროფესორი და USAID-ის პროექტის - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერი.

გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია OGP საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმებისა და მათი განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ. მომხსენებლებმა სტუდენტებს ასევე თანამედროვე ღია მმართველობის რეალური მაგალითები, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა გააცნეს.

ლექციის დასასრულს საინტერესო დისკუსია გაიმართა და მომხსენებლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის.

facebook icon twitter icon linkedin icon
+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...

+1
29 July, 2022

A Journey of Continuous Improvement in Georgian Municip ...

Khoni and Ozurgeti Municipalities have started the pro ...

16 June, 2022

ესეების კონკურსში ნაშრომების წარმოდგენის ვადა გახანგრძლ ...

ესეების მიღების ვადა გაგრძელებულია 2022 წლის 17 ივლისამ ...