News

24 February, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრას უმასპინძლა

2022 წლის 24 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობის პროცესის მაკოორდინირებელმა უწყებამ, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის - ფორუმის შეხვედრას უმასპინძლა.

ფორუმი გახსნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ - რევაზ ჯაველიძემ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - გიორგი ონიანმა და ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა - ქეთევან ცანავამ.

ქეთევან ცანავამ ფორუმის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია  21 იანვარს გამართული ფორუმის შეხვედრის შემდგომ ვიწრო სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხებისა და მათი შედეგების შესახებ. ასევე, განმარტა, რომ ცალკეულ ინიციატივებზე კვლავ მიმდინარეობს თანამშრომლობა უწყებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

ფორუმის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე უწყებების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების სრული პაკეტი.

ფორუმის ფარგლებში მოხდა ღია მმართველობა საქართველოს ახალ სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის განხილვაც.

შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) მხარდაჭერით გაიმართა.

 

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. 2017-2018 წლებში საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

 

 

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...