News

24 May, 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

1/2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) აღმასრულებელ დირექტორს, სანჯეი პრადანს შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა სანჯეი პრადანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ, პანდემიით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობა საქართველოს ახალი დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აქტიურ ფაზაშია ღია მმართველობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ამ პროცესში OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის სანჯეი პრადანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ღია მმართველობის ახალი სამოქმედო გეგმისთვის გათვალისწინებული ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნება.

OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილს პარტნიორობის საქმიანობაში საქართველოს შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავე წევრია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობა პარტნიორობასთან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობის მიმდინარე, სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. სანჯეი პრადანმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ დაგროვილი გამოცდილების სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის გაზიარება, როგორც გლობალურად, ასევე, რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს, ილია დარჩიაშვილმა სანჯეი პრადანს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაში საქართველოს მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2012 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ოთხმოცამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...