News

21 January, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობის პროცესის მაკოორდინირებელმა უწყებამ, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის - ფორუმის შეხვედრას უმასპინძლა.

ფორუმი გახსნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ - რევაზ ჯაველიძემ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - გიორგი ონიანმა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო სამდივნოს ქვეყნების მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელმა, პოლ მაასენმა. მათ ღია მმართველობის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 „საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია ღია მმართველობის ფარგლებში აქტიური მუშაობის წარმართვა, ამ ეტაპზე კი, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული აქტივობები პასუხობდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობდეს კარგი მმართველობის ელემენტების დანერგვას და არსებულის გაძლიერებას.“ - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. მანვე შეახსენა აუდიტორიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით შექმნილი მაღალი რანგის უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭოს შესახებ და  განაცხადა, რომ ახლო მომავალში, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტუალური საკითხების განხილვას საბჭოს სხდომაც დაეთმობა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფორუმის ონლაინ რეჟიმში წარმართვა ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გამოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის წევრებს მალე მიეცემათ შესაძლებლობა, ფიზიკურ სივრცეში განაგრძონ შემდგომი საქმიანობა.

სამდივნომ ფორუმს განსახილველად წარუდგინა ღია მმართველობა საქართველოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების სრული პაკეტი და საჯარო უწყებების პოზიციები. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებების აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შემდგომ ეტაპზე დაიგეგმა ახალი სამოქმედო გეგმისთვის საჯარო უწყებების მიერ წარდგენილი ინიციატივებისა და პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის განხილვა.

შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) მხარდაჭერით გაიმართა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. 2017-2018 წლებში საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...