სიახლეები

20 მაისი, 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და ევროკავშირის მაღალი რანგის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1/2

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა 20 მაისს ევროკავშირისა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთობლივი პროექტის - EU for Integrity Programme მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ღია მმართველობა საქართველოს ახალი დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ეტაპობრივ აღდგენას იწყებს. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ სანჯეი პრადანს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით შეიმუშავოს OGP-ის ახალი სამოქმედო გეგმა და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმები განახორციელოს. მისი თქმით, OGP საბჭოს ახალი ფორმატი, რომელიც არასამთავრობოებსა და სახელმწიფო უწყებებს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯები დაინტერსებულ მხარეთა აქტიური თანამონაწილეობით დაიგეგმოს და ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანოს.

შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ანტიკორუფციული მიმართულებებით საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო რეიტინგებში და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში მოწინავე ადგილისა, მნიშნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომების გატარება, რაც უკვე მიღწეული შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN), ღია მმართველობის პარტნიორობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები როგორც სახელმწიფო ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

ევროკავშირის ახალი პროექტი - EU for Integrity Programme ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ ერთობლივად ხორციელდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ისეთი რეფორმების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს სამართლის უზენაესობას, სამართლიან სასამართლო სისტემას, თავისუფალ სამოქალაქო სივრცესა და კარგი მმართველობის პრინციპების გამყარებას.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...