სიახლეები

18 თებერვალი, 2022

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს რეგიონულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1/2

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ღონისძიებაში ღია მმართველობა და განახლება: ადგილობრივი თვითმმართველობები ძალისხმევას აძლიერებენ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის მდგრადი პარტნიორობის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა OGP საქართველოს პროცესზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე გაამახვილა. როგორც ქეთი ცანავამ აღნიშნა, საქართველოს მუნიციპალიტეტები OGP საქართველოს სამოქმედო გეგმაში 2016 წლიდან ჩაერთვნენ და სწორედ ამ პერიოდიდან მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ქეთი ცანავამ აღნიშნა, რომ ღია მმართველობის მიმართულებით მუნიციპალიტეტების წარმატებული მონაწილეობის შედეგია 2020 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამისთვის (OGP Local) საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის  (ახალციხე, ოზურგეთი და ხონი) შერჩევა. ამ პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერისთვის ქეთი ცანავამ მადლობა გადაუხადა გაერო-ს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამას (USAID/GGI).

სამდივნოს ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტების მიერ როგორც OGP საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, ასევე OGP Local-ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო მუნიციპალურ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვას თუ ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას.

როგორც ქეთი ცანავამ აღნიშნა, OGP საქართველოს სამდივნოს პრიორიტეტია უფრო მეტი მუნიციპალიტეტი შემოუერთდეს ღია მმართველობა საქართველოს პროცესს და ამასთან, დამატებით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტი გაწევრიანდეს OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში. სამდივნოს ხელმძღვანელის თქმით, OGP საქართველოს სამდივნო მზადყოფნას გამოხატავს საქართველოს მუნიციპალიტეტებს ამ მიმართულებით კვლავ აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ღია მმართველობისა და ადამიანის უფლებების ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის საკითხები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან, სომხეთიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. შეხვედრა 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...