სიახლეები

10 ივნისი, 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა 10 ივნისს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის წევრებმა დემოკრატიული სისტემების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ღია მმართველობის პარტნიორობის როლსა და კორონავირუსის კრიზის შედეგების დაძლევაში გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გამოწვევების დაძლევის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ილია დარჩიაშვილმა პანდემიის შედეგებთან გამკლავების კუთხით ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების პლატფორმამ, რაც ქვეყნებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე აღნიშნა საქართველოს გამოცდილება OGP საქართველოს პროცესის კოორდინაციის გამართვის შესახებ და მოკლედ მიმოიხილა აღიშნული მიმართულებით სამომავლო გეგმები. ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ღია მმართველობა საქართველოს ახალი დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ეტაპობრივ აღდგენას იწყებს.

OGP-ის მმართველი კომიტეტი ორგანიზაციის სამეთვალყურეო, გადაწყვეტილების მიმღები არჩევითი ორგანოა, რომელიც წევრი მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 22 წარმომადგენელს აერთიანებს. ამჟამად, მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შემდეგი ქვეყნები არიან არჩეულნი: არგენტინა, გერმანია, ინდონეზია, იტალია,  კანადა, კენია, ნიგერია, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი და საქართველო.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 მაისი, 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ ფო ...

23 ოქტომბერი, 2020

ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს - ღია მმართველობა და ...

ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორთან საუბ ...

20 ოქტომბერი, 2020

ახალციხე, ოზურგეთი და ხონი ღია მმართველობის გლობალურ პა ...

ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტები OGP-ის ...