სიახლეები

28 სექტემბერი, 2020

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

1/2

მსოფლიო ბანკის მიერ 2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „კორუფციის კონტროლის“ მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე - საუკეთესო ოცეულში. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო.)

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს : ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.

„მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით, საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე.

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო).

„რეგულირების ხარისხის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე - საუკეთესო ოცეულში. რეგულირების ხარისხის მაჩვენებლით ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.
(2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით“ მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულს მიღმა).

საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლითაც მოწინავე პოზიციებზეა. ის უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოსაც. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საქართველო კანონის უზენაესობით ჩამორჩებოდა ყველა განვითარებულ ქვეყანას).

მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა  გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...