სიახლეები

05 ივნისი, 2020

„ღია მმართველობა ონლაინ სივრცეში“ - OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ რეკომენდაციათა კრებული შეიმუშავა

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო სამდივნომ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული გლობალური პანდემიის საპასუხოდ წამოწყებული კამპანიის „OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY” ფარგლებში რეკომენდაციათა კრებული „ღია მმართველობა ონლაინ სივრცეში“ შეიმუშავა.

კრებული პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის, როგორც შემუშავების, ასევე, მონიტორინგისა და შეფასების თითოეული ეტაპისთვის სხვადასხვა ონლაინ მეთოდის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც მათ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ამავდროულად, რეკომენდაციათა კრებულის მიზანია ღია მმართველობის სამოქმედო გეგმების შემუშავება არ შეფერხდეს და ამ პროცესში უზრუნველყოფილი იყოს დაინტერესებული მხარეების დროული ინფორმირება, პროცესში ჩართვის შესაძლებლობების გაცნობა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე მათი ჩართულობა.

კრებული ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ზოგად მიდგომებს აერთიანებს, რომელთა საშუალებით ეროვნულ დონეზე მონაწილეობითი პროცესის ონლაინ სივრცეში გადატანაა შესაძლებელი. მასში წარმოდგენილი და განხილულია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, პლატფორმები, ონლაინ მექანიზმები და ის რესურსები, რომლებიც ღია მმართველობის პროცესში კომუნიკაციის ტრადიციული არხების უსაფრთხო, ონლაინ არხებით ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნომ კამპანია „OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY” გლობალური პანდემიის პერიოდში წამოიწყო. კამპანია მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას, სადაც OGP-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს გაუზიარებენ პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მაგალითებს, მექანიზმებსა და რესურსებს, რაც პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ინკლუზიურობასა და ანგარიშვალდებულებას. 

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...