News

07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმართა

1/2
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანამ, ესტონეთმა რიგით მერვე გლობალურ სამიტს 6-7 სექტემბერს ტალინში უმასპინძლა, ხოლო ღონისძიება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა და OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯეი პრადანმა გახსნეს.
სანჯეი პრადანმა OGP-ის ახლად დამტკიცებული 2023-2028 წლების სტრატეგია წარადგინა, რომლის მთავარი მისიაა მეტად დააკავშიროს მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა მათ ერთობლივი ძალისხმევით იმოქმედონ.
გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა 80-მდე სესია და პანელური დისკუსია ისეთ თემებზე, როგორებიცაა ახალი სტრატეგიით გათვალისწინებული საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, ციფრული მმართველობა, ჩართულობა მმართველობით პროცესებში, კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევები, მედია თავისუფლება, ანგარიშვალდებულება, გენდერი, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და სხვა.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილება მიიღო 1500-ზე მეტმა დელეგატმა 104 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მინისტრები, საკანონმდებლო ორგანოების თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სამიტს საქართველოდან ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, OGP საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე. აღნიშნული მუნიციპალიტეტები OGP-ის ლოკალური პროგრამის წევრები არიან.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიებში ქუთაისის მერმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრეს OGP-ის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე, ქუთაისის მერმა მონაწილეობა მიიღო სესიაში - „ლოკალიზაცია: ღია მმართველობის სფეროს რესურსები“ და ისაუბრა ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად OGP-ისთან, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან და სხვა პარტნიორებთან ქუთაისის თანამშრომლობის პრაქტიკაზე. ამასთან, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე - „ადგილობრივი ლიდერები კორუფციის წინააღმდეგ: ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები“, სადაც მონაწილეებს USAID-ის მხარდაჭერით კორუფციული რისკების სისტემის დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
2018 წელს OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს საქართველომ, როგორც OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანამ, თბილისში უმასპინძლა.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...

+1
29 July, 2022

A Journey of Continuous Improvement in Georgian Municip ...

Khoni and Ozurgeti Municipalities have started the pro ...