რა არის OGP

საქართველომ OGP-ში ლიდერის როლი შეასრულა და 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით. საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო.

მუნიციპალიტეტების ჩართულობა ღია მმართველობა საქართველოს პროცესში

მუნიციპალიტეტების ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართულობა OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნოვაციაა, ვინაიდან სწორედ აღნიშნულმა სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულება. OGP საქართველოს სამდივნოს ძალისხმევით და USAID-ისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა გაიზარდა და OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში 11 მუნიციპალიტეტის ვალდებულება შევიდა.
ogp map background
დედოფლისწყარო დუშეთი თბილისი რუსთავი ბოლნისი ზუგდიდი ხონი წყალტუბო ქუთაისი ოზურგეთი ბათუმი ახალციხე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი პირველი მუნიციპალური ორგანოა, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2016 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად განისაზღვრა მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება. ამ მიზნით, საკრებულომ დანერგა პეტიციების ელექტრონული პორტალი და მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის მექანიზმი - „ზუგდიდი-INFO”.

OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად დარჩა ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება, შესაბამისად, დაიწყო მუშაობა ონლაინ პორტალის „შენი იდეა ზუგდიდის მერს“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრავალფუნქციური მობილური აპლიკაციის – I.Gov.Zugdidi შექმნის მიმართულებით.

ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG).

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG).

ქუთაისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველი მუნიციპალური ორგანოა, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2016 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფაგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმი.

OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მუშაობა ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების მიმართულებით. ასევე, მერიის პრიორიტეტად განისაზღვრა შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა. ვალდებულებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი პირველი მუნიციპალური ორგანოა, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2016 წელს შეუერთდა. ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყო საკრებულოს სხდომების გამჭვირვალობა და დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმის შემუშავება.

OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველი მუნიციპალური ორგანოა, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2016 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმი.

OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმი და დაიწყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება. ვალდებულებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI).

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველი მუნიციპალური ორგანოა, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2016 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული მექანიზმი.

OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე დაიწყო ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის დახვეწა და შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ვალდებულებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI).

დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG).

თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია OGP-ის ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში (OGP Local Program) 2016 წელს ჩაერთო. საქართველოს დედაქალაქი იმ 15 ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა.

თბილისის მერიამ OGP-ის პირველი სამოქმედო გეგმა 2017 წელს შეიმუშავა, რომლის ფარგლებში შეიქმნა პეტიციების პორტალი  - შენი იდეა ქალაქის მერს. პორტალი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს წარადგინონ თავიანთი იდეები ან მხარი დაუჭირონ თანამოქალაქეთა ინიციატივებს და მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში.

დედაქალაქის რიგით მეორე, ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა ხუთ ვალდებულებას აერთიანებს, მათ შორისაა:

  • ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმის - საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალის (“SMART MAP”) შექმნა;
  • მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვა;
  • მოქალაქეთა ჩართულობით სერვისების გაუმჯობესება;
  • კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგიის შემუშავება;
  • გამჭვირვალობის ხარისხის განვითარება ელექტრონული მექანიზმების განვითარების გზით.

რუსთავის მუნიციპალიტეტი

რუსთავის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ასევე დაიწყო მუშაობა ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG).

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG).

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა საქართველოს პროცესს 2018 წელს შეუერთდა. OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალო ვადიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ვალდებულების განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

OGP-ის შესახებ

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.

დღეს OGP 78 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღია მმართველობის პარტნიორობის წევრთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.

OGP-ის უძღვება მმართველი კომიტეტი, რომელშიც თანაბარი რაოდენობით აირჩევა 11 წევრი ქვეყანა და 11 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბარი უფლებამოსილება აქვთ. მმართველი კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა პარტნიორობის საქმიანობის ზედამხედველობა, OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების შემუშავება, ინტერესების დაცვა, პარტნიორობის ძირითადი პოლიტიკისა და წესების განსაზღვრა.

ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთავრობათა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს OGP-ისთან არსებული დამოუკიდებელი ორგანო - ანგარიშგების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM), რომელსაც კოორდინაციას პარტნიორობის მმართველი კომიტეტი, ხოლო უშუალო ზედამხედველობას საერთაშორისო ექსპერტთა პანელი უწევს.

მმართველ კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უზრუნველყოფს OGP-ის საერთაშორისო სამდივნო (OGP Support Unit), რომლის ზედამხვედველობას OGP-ის დირექტორთა საბჭო ახორციელებს. წევრ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, სამდივნო ნეიტრალური მესამე მხარეა, რომელიც პროცესში ჩართული მხარეების ინტერესთა შორის ბალანსის დაცვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ღია მმართველობის პრიორიტეტულ პოლიტიკის მიმართულებებს შორისაა:

  • კორუფციასთან ბრძოლა
  • ციფრული მმართველობის გაძლიერება
  • თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შექმნა
  • ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

2016 წელს ღია მმართველობის პარტნიორობამ საფუძველი ჩაუყარა პროგრამას OGP Local, რომელიც პარტნიორობის წევრი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობებს აერთიანებს. წევრებს შორისაა თბილისის მერია, რომელიც პროგრამას 2016 წელს საპილოტე 15 ქალაქთან ერთად შეუერთდა. 2020 წელს პარტნიორობის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროგრამაში მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

დაფუძნების დღიდან დღემდე გლობალურად, OGP-ის ფარგლებში, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 4000-ზე მეტი ღია მმართველობის რეფორმა განხორციელდა.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა და 2020 წლის მდგომარეობით, 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრია 2014 წლიდან.