სამოქმედო გეგმა

2012-2013 წწ

  • 2013 წელი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში საქართველოში  განხორციელებული რეფორმა (საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების დამკვიდრების შესახებ) OGP-ის ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს.

2013 წლის 17 აპრილს საქართველომ OGP-ის წარუდგინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხმიანება პარტნიორობის ოთხ გამოწვევას:

  • საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
  • საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
  • საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა.

2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა 11 პასუხისმგებელ უწყებას და 12 ვალდებულებას ითვალისწინებს, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ აღიარებულ პრინციპებთან - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია და ინოვაცია.

სამოქმედო გეგმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა.

სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით საჯარო კონსულტაციები გაიმართა 6 ქალაქში: თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. აღნიშნულ საკონსულტაციო შეხვედრებს მასპინძლობდნენ სკოლები ან უნივერსიტეტები და უმეტესად ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.