OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობა
OGP-ის საქმიანობის მეთვალყურეობას ახორციელებს მმართველი კომიტეტი (Steering Committee – SC), რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მის შემადგენლობაში შედის OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ არჩეული 11 მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მმართველი კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობაა: კანადა, ესტონეთი, ჩილე, გერმანია, ინდონეზია, იტალია, კენია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ნიგერია, გაერთიანებული სამეფო. მმართველ კომიტეტს უძღვებიან თანა-თავმჯდომარეები - კომიტეტის წევრ მთავრობათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა თითო არჩეული წარმომადგენელი.
- 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად ორწლიანი ვადით პირველად აირჩიეს.
- 2016 წელს საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანა-თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლის ვადით გახდა, ხოლო 2017 წელს პარტნიორობის თავმჯდომარის პოზიცია ასევე 1 წლით გადმოიბარა.
- 2018 წელს საქართველომ OGP-ის თავმჯდომარეობა კანადის მთავრობას გადააბარა.
- 2019 წლის აპრილში გამართული არჩევნების შედეგად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლამდე საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენდა.
OGP-ის მმართველ კომიტეტს 3 ქვე-კომიტეტი აქვს:
მმართველი კომიტეტი
GL-Governance and Leadership
GL -კომიტეტში მხოლოდ OGP-ის თავმჯდომარე/თანა-თავმჯდომარე ქვეყნისა და თავმჯდომარე/თანა-თავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წევრიანდება
CS-Criteria & Standards
CS - კომიტეტში განაწილებული ქვეყნები მუშაობენ პარტნიორობის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე, მათ შორის, შეიმუშავებენ OGP-ის წესებსა და გაიდლაინებს
TLS-Thematic Leadership
TLS - კომიტეტში განაწილებული ქვეყნების ამოცანაა OGP-ის თემატიკაზე გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის ხელშეწყობა, ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გზების მოძიება და სხვა. საქართველო 2019 წლის ივლისამდე TLS ქვე-კომიტეტის წევრი იყო.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან, მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, საქართველო კრიტერიუმებისა და სტანდარტების (CS) ქვე-კომიტეტის წევრი გახდა.