ვალდებულების აღწერა:
ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის წინამდებარე ვალდებულება აგრძელებს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულების მიზანს, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის იუსტიციის სახლში სპეციალური ნავიგაციის სისტემის დანერგვას და ინფრასტრუქტურის ტაქტილური ბილიკებითა და ბრაილის რუკებით აღჭურვას. მიმდინარე ვალდებულება კი გულისხმობს შშმ პირებისათვის სერვისების მიწოდების სტანდარტის, ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავებისა და შშმ პირების მომსახურების საკითხზე სსიპ - იუსტიციის სახლის (იუსტიციის სახლი) თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლების გზით, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.
შედეგი: საჭიროებების კვლევის მიზნით ჩატარებულია სამი ფოკუს ჯგუფი შშმ პირთა მონაწილეობით; - უზრუნველყოფილია შშმ პირთა ჩართულობა სტანდარტისა და ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რისთვისაც ორგანიზებულია 4 შეხვედრა შშმ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში; - შექმნილია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და საჯაროდ ხელმისაწვდომია; - შექმნილია ჟესტების ენის სახელმძღვანელო და გავრცელებულია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მეშვეობით; - შემუშავებულია და დამტკიცებულია ტრენინგ-მოდული; - იუსტიციის სახლის 50 თანამშრომელი დატრენინგებულია ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით, 750 – ტრენინგების და 20 – ჟესტების ენის ტრენინგების მეშვეობით; - ტრენინგის მონაწილეთა 80% გამოხატავს გაუმჯობესებულ ცოდნას, რაც დასტურდება პრე და პოსტ ტესტების შეფასებით; - ტრენინგის მონაწილეთა მინიმუმ 80% პოზიტიურად აფასებს ტრენინგს; - ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადებული მასალები შემუშავებული და გავრცელებულია.ვადა: დაწყების თარიღი - ივლისი 2017, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2018
OGP მიმართულებები: სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ – იუსტიციის სახლი
საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სახლის მიერ ჩატარდა საჭიროებების კვლევა, რომელმაც გამოავლინა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან შშმ პირები იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისას და ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლები შშმ პირთათვის მომსახურების გაწევის დროს. საჭიროებების კვლევის ფარგლებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ადგილობრივი შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა ფოკუს ჯგუფები. ასევე, ჩატარდა ინტერვიუები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები დარგის ექსპერტებისა და იუსტიციის სახლის მენეჯერული რგოლის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
საჭიროებების კვლევის შედეგებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოწვეულმა ექსპერტებმა, შეიმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სახელმძღვანელო. დოკუმენტი იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის განსაზღვრავს სტანდარტებს, თუ როგორ მიაწოდონ სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმძღვანელო ასევე გაჯერებულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომია როგორც სახელმძღვანელო, ასევე მისი აუდიო ვერსია.
სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტში, რომელიც მომსახურების მიწოდების პროცესის მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს და სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის. მისი მიზანია იმ ზოგადი ქცევისა და კომუნიკაციის წესების განსაზღვრა, რომელთა დაცვა ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის სახელმწიფო და კერძო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.
შექმნილ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სულ გადამზადდა იუსტიციის სახლის 750 თანამშრომელი. ტრენინგების უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ ცოდნის დონე გაიუმჯობესა თანამშრომელთა 94%-მა.
საანგარიშო პერიოდში სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტი. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს, ასევე, შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა.
ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა, რომლებიც შშმ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხი.
იუსტიციის სახლში არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყების მიერ შემუშავდა საინფორმაციო მასალები და ვიზუალური კონტენტი: ლიფლეტები, ბროშურები და პოსტერები. აღნიშნული მასალები შემდგომი გავრცელების მიზნით, მიეწოდა სხვადასხვა ორგანიზაციას. დამატებით, ყველა საჭირო მასალა გამოქვეყნდა იუსტიციის სახლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით განსაზღვრულ ვადებში სრულად შესრულდა, რადგან განხორციელდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.
საკონტაქტო პირი: ნატალია აბაშმაძე - სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ეტაპები:
1.1 საჭიროებების კვლევა (შშმ პირთა უშუალო მონაწილეობით ფოკუს ჯგუფებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში)
ივნისი 2018
დასრულება
ოქტომბერი 2018
1.2 შშმ პირთა მომსახურების სტანდარტის სახელმძღვანელოს შემუშავება
ივლისი 2018
დასრულება
ოქტომბერი 2018
1.3 (1) შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების პროცესში მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ მოდულის შემუშავება; (2) ტრენერთა ტრენინგებისა და სხვა ტრენინგების ჩატარება იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის
აგვისტო 2018
დასრულება
ნოემბერი 2018
1.4 ჟესტების ენაზე საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისათვის აუცილებელი ტერმინოლოგიის შექმნა და შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავება
ივლისი 2017
დასრულება
ოქტომბერი 2018
1.5 თანამშრომელთა გადამზადება ჟესტების ენის შესწავლის მიზნით
სექტემბერი 2018
დასრულება
ნოემბერი 2018
1.6 მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათ ოჯახის წევრების, ცნობიერების ამაღლება იუსტიციის სახლში არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ
ნოემბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
კომენტარის დამატება
Error!!!
Error!!!
თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.
Error!!!