ვალდებულების აღწერა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ძირითად ფუნქციებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. იმისათვის, რომ საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის შესაბამისად, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-მ აიღო უწყების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესების ვალდებულება.
ვალდებულება მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძოდ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავებას (სისტემატიზებული პროცედურების ერთობლიობის დადგენას - პროცედურების, ვადებისა და პასუხისმგებელი ორგანოების ნათლად გაწერას), საჩივარ/განცხადებებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებას, ასევე დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქციის შემუშავებას. გარდა ამისა, გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკის წარმოების მიზნით, ვალდებულება გულისხმობს თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურების შესწავლასა და საჭიროების მიხედვით, შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელებას, რაც საბოლოოდ, საკადრო პოლიტიკის პორცესის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
შედეგი: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხი გაზრდილიავადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება
პასუხისმგებელი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში (გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის №1/39 ბრძანება „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც გაიწერა სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცედურა, ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები. ამასთან, პასუხისმგებელი უწყების მიერ მომზადდა „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1/39 ბრძანების ცვლილება/განახლების პროექტი, რომელიც სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ, დამტკიცდება და გამოქვეყნდება პროაქტიულად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის №1/39 ბრძანების „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამინისტროს თანამშრომლებისადმი დაკისრებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.info.police.ge. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია უწყების მიერ ყოველწლიურად პროაქტიულად ქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ვებგვერზე განთავსებულია 2013-2019 წლების სტატისტიკა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემოსულ ადმინისტრაციული საჩივრების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, იგი წარმოდგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ წლიურ ანგარიშებში. ასევე ვებგვერდზე განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-დაკმაყოფილების სტატისტიკაც.
წლიურ ანგარიშებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია:
- სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა რაოდენობისა და დაკმაყოფილების შესახებ;
- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები;
- მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემის დამუშავების (შეგროვება) საერთო და პერსონალური მონაცემის მესამე პირისთვის გადაცემის რაოდენობა;
- სამინისტროსშესაბამისელექტრონულმონაცემთაბაზებშიპერსონალურმონაცემთაშესწორებისშეტანისმოთხოვნათადაუარისთქმისრაოდენობა;
- ინფორმაციის მოთხოვნის ძირითადი თემატიკის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების რაოდენობა;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ.
დისციპლინური წარმოების ინსტრუქციის შემუშავებასთან მიმართებით, სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველობის უწყებების პრაქტიკა და ნორმატიული ჩარჩო, რის საფუძველზეც მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობაში შევიდა რიგი ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური ძალადობის თაობაზე დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურებთან მიმართებით, ხაზგასასმელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პოლიციელის სამსახურში მიღება 2018 წლის 1 სექტემბრიდან კონკურსით ხორციელდება. გამარჯვებული კანდიდატები ინიშნებიან გამოსაცდელი ვადით. პირი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემდეგ დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება. გარდა ამისა, გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე პირი სამინისტროს აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსაცდელი ვადა, რომელიც ასევე მოიცავს პროფესიული სწავლების პერიოდს, არ აღემატება 1 წელს და ამ პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის (ფულადი სარგო) ნახევარს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს (ფულადი სარგო).
თანამდებობრივი გადაადგილებისას, მათ შორის მენეჯერულ თანამდებობაზე დაწინაურების დროს, სამმართველოს უფროსის თანამდებობის ჩათვლით, ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულო გახდა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის და კურსის გავლა.
საანგარიშო პერიოდში, აშშ-დან მოწვეულმა ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს სამინისტროში მოქმედი წახალისების პრაქტიკა. შედეგად, წახალისებისა და სამინისტროდან დათხოვნის პროცესების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ გამოვლინდა.
სამდივნოს შეფასებით, საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ვალდებულება უმეტესწილად შესრულდა, რადგან საანგარიშო პერიოდში გამოიცა „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის №1/39 ბრძანება და ამასთან მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა ცვლილების პროექტი. ამასთან, ვებ-გვერდზე www.info.police.ge ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომლებისადმი დაკისრებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა. გარდა ამისა, სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველობის უწყებების პრაქტიკა და ნორმატიული ჩარჩო, რის საფუძველზეც მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი. ასევე, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს სამინისტროში მოქმედი წახალისების პრაქტიკა.
საკონტაქტო პირი: სალომე შაქარიშვილი - კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის მოადგილე
ეტაპები:
10.1 სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცედურების, ვადების და პასუხისმგებელი ორგანოების ნათლად გაწერა ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტის შექმნის გზით
აგვისტო 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
10.2. საჩივარ/განცხადებები, ასევე სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნება
იანვარი 2018
დასრულება
იანვარი 2019
10.3 შსს-ს გენერალური ინსპექციის რეფორმირების ფარგლებში, დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება
სექტემბერი 2018
დასრულება
სექტემბერი 2019
10.4 თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურების შესწავლა და საჭიროების მიხედვით, შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა
აგვისტო 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
კომენტარის დამატება
Error!!!
Error!!!
თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.
Error!!!