ვალდებულებები

სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა

ვალდებულება: სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა
ვალდებულების აღწერა: სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა გამჭვირვალე სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებშია, სადაც ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში სასამართლო ხელისუფლებაც მონაწილეობს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის წესები, ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების დადგენის ერთიანი სტანდარტი ჩამოაყალიბა. წესის დამტკიცების შემდგომ საერთო სასამართლოებში დაიწყო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დანერგვა და სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი რეესტრის ვებგვერდის - www.info.court.ge-ს გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოები.

სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ინიციატივით, საქართველოს ღია მმართველობის 2018-2019 წლების გეგმა ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნებასა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ვალდებულება საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაიბარა.
შედეგი: სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზა შექმნილია
ვადა: დაწყების თარიღი - ივლისი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconუმეტესწილად შესრულდა
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, 2019 წლის დასაწყისიდან, სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად დაიწყო ახალ ვებგვერდზე მუშაობა, რათა ერთიან პლატფორმაზე თავმოყრილიყო ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. 2019 წლის გაზაფხულს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობდა სასამართლო გადაწყვეტილებების საერთო ბაზისა და საძიებო სისტემის შექმნას.

გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოების გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის შექმნილი თავდაპირველი ვებგვერდი (info.court.ge) ხარვეზებით ფუნქციონირებდა, გადაწყდა ახალი პლატფორმის შექმნა - www.ecd.court.ge, რომელიც 2019 წლის ივნისში ამოქმედდა სატესტო რეჟიმში.

სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიმდინარე, 2019 და 2018 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები და დანერგილია ერთიანი ბაზის საძიებო სისტემა. არქივის ვებგვერდზე ატვირთვისთვის განსახორციელებელი აქტივობები დაიწყება მას შემდეგ, რაც დაშტრიხვის პროცედურასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო აქტი დამტკიცდება. ვებგვერდის სრულად ამოქმედება დამოკიდებულია სხვადასხვა გარე ფაქტორზე და მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ვებგვერდზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაშტრიხულია პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად. მომხმარებელს საშუალება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გადმოტვირთოს და იხილოს როგორც ბეჭდურ, ისე ტექსტურ ფორმატში.
  • სასამართლო აქტები (სამივე ინსტანცია)
სამივე ინსტანციის სასამართლოს აქტების მოძებნა შესაძლებელია საქმის ნომრისა და დოკუმენტზე მინიჭებული შტრიხ-კოდის (იგივე ბარ-კოდის) მეშვეობით
  • საჯარო შეტყობინებები (სამივე ინსტანცია)
საჯარო შეტყობინებების მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასამართლოს მიერ მხარისათვის გასაჯაროებული ყველა საჯარო შეტყობინების მოძებნა. საჯარო შეტყობინებების მოძებნა შესაძლებელია შემდეგი პარამეტრებით: ✓ საქმის ნომერი ✓ შეტყობინების გამოქვეყნების თარიღი/პერიოდი ✓ კონკრეტული სასამართლოს დასახელება ✓ საჯარო შეტყობინების ტიპი ✓ საჯარო შეტყობინებაში მონაწილე მხარის/ადრესატის დასახელება.

გარდა ზემოთ მოცემული პარამეტრებისა, სისტემაში მითითებულია შეტყობინებების პერიოდი. შესაბამისად, ეს მოდული სრულად არის ამოქმედებული.
  • სასამართლო სხდომები (სამივე ინსტანცია)
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქალაქო/რეგიონული, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში დაგეგმილი სხდომების შესახებ ინფორმაცია. სასამართლო სხდომების ძიება შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით:
✓ საქმის ნომერი
✓ მიმდინარე საქმის თარიღი/პერიოდი
✓ სასამართლოს დასახელება
✓ საქმის კატეგორია
✓ მოსამართლის სახელი/გვარი.

გარდა ზემოთ მოცემული პარამეტრებისა, ძიების შედეგებს თან ერთვის დამატებითი ინფორმაცია სხდომის ოთახის ნომრისა და საქმის მხარეების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო სხდომების მოდული სრულად ფუნქციონირებს.
  • ჩემი კაბინეტი (პირველი ინსტანცია)
ვებგვერდის ერთ-ერთი მოდულია სასამართლო საქმის შემომტანის ვებსივრცე - „ჩემი კაბინეტი“, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკუთარი საქმის შესახებ სრული ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღოს. შესაბამისი სასამართლო მოდულში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელსა და პაროლს წინასწარ გასცემს მხარეზე. სასამართლო საქმის შემომტანის ვებსივრცე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს პირველი ინსტანციის ფარგლებში. უწყება გეგმავს „ჩემი კაბინეტის“ მოდულის მეორე და მესამე ინსტანციის ფარგლებშიც დანერგვას.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში უმეტესწილად შესრულდა, რადგან, ვალდებულების ორი ეტაპი სრულად არ განხორციელებულა: სასამართლოს დაშტრიხული გადაწყვეტილებების და საბოლოო დოკუმენტების ძებნის საძიებო მოდული შექმნილია, თუმცა, მხოლოდ მიმდინარე, 2019 და 2018 წლების მიხედვით; ფუნქციონირებს სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე, თუმცა, მხოლოდ პირველი ინსტანციის ფარგლებში
საკონტაქტო პირი: ირაკლი გოცირიძე, სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზის შექმნა, gociridzeirakli@gmail.com

ეტაპები:

1. სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზისთვის საძიებო სისტემის ტექნიკური დავალების შემუშავება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
სასამართლოს დაშტრიხული გადაწყვეტილებების და საბოლოო დოკუმენტების ძებნის საძიებო მოდული ამოქმედებულია
ვადა
დაწყება
ივლისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
საერთო სასამართლოები
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შედეგი
შემუშავდა სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზისთვის საძიებო სისტემის ტექნიკური დავალება და 2019 წლის ივნისში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა ვებგვერდი ecd.court.ge.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

2. ერთიანი ბაზის საძიებო სისტემის შექმნა და დანერგვა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ერთიანი ბაზის საძიებო სისტემა შექმნილია და დანერგილია
ვადა
დაწყება
დეკემბერი 2018
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საერთო სასამართლოები
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში ecd.court.ge ვებგვერდზე დაინერგა ერთიანი ბაზის საძიებო სისტემა.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

3. სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
სასამართლო გადაწყვეტილებები ერთიან ბაზაში გამოქვეყნებულია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2019
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საერთო სასამართლოები
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში ecd.court.ge ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიმდინარე, 2019 და 2018 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ვებგვერდზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაშტრიხულია პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად. მომხმარებელს საშუალება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გადმოტვირთოს და იხილოს როგორც ბეჭდურ, ისე ტექსტურ ფორმატში.
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა

4. (1) საჯარო შეტყობინებების (2) სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცის და (3) ჩანიშნული სხდომების საძიებო მოდულის ამოქმედება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
საჯარო შეტყობინებების გამოქვეყნების მოდული ამოქმედებულია; სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე ხელმისაწვდომია; ჩანიშნული სხდომების საძიებო მოდული ფუნქციონირებს.
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2019
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საერთო სასამართლოები
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შედეგი
ვებსაიტზე ფუნქციონირებს საჯარო შეტყობინების, სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე და ჩანიშნული სხდომების საძიებო მოდული, თუმცა სასამართლოში საქმის შემომტანის ვებსივრცე მხოლოდ პირველი ინსტანციის ფარგლებში მოქმედებს.
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა
განახლებულია: 11 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!