ვალდებულებები

ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით

ვალდებულება: ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის გზით
ვალდებულების აღწერა: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ახალი ტალღის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა და რეალური შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მხრივ, ბევრ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის საჭირო ინსტიტუციონალური მექანიზმის არარსებობა და საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაბალი მოტივაცია, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩართულობის ხარისხზე.

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვის გზით საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის ჩართულობის გაუმჯობესება დაისახა მიზნად. გარდა ამისა, მოქალაქეთა სტრუქტურირებული მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, დაიგეგმა ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანია. ამასთან, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დამტკიცება.
შედეგი: ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შექმნილია საუბნო კავშირები; მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო დამტკიცებულია; მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემა დანერგილია; 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი პროექტის/პროექტების განსახორციელებლად
ვადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2018, დასრულების თარიღი - მარტი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
USAID/GGI-ის მხარდაჭერით, 2019 წელს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა ელექტრონული პლატფორმა idea.batumi.ge, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს და მოქალაქეებს პროექტების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ვებგვერდისა და რეგულაციების შესახებ ბრძანების პროექტი შეთანხმდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან. გამოიცა მერის ბრძანება, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების წესს არეგულირებს.

ვალდებულებით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპების შესაბამისად, ჩამოყალიბდა და ამოქმედა 14 საუბნო კავშირი, რომელთა თავმჯდომარეები და მმართველი საბჭოს წევრები ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გადამზადდნენ. ორგანიზაციამ შეხვედრები გაიმართა ,,შენი იდეა ბათუმის მერს" პროექტით დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. მოქალაქეების მიერ წარდგენილი 35 პროექტიდან ქ. ბათუმის მრჩეველთა საბჭოს მიერ შეირჩა 10 საუკეთესო. საბოლოოდ, 2 ათასზე მეტმა ბათუმის მოქალაქემ ხმის მიცემით გამოავლინა 3 გამარჯვებული. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 120 ათასი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტების განხორციელების სამუშაოები.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, დაიგეგმა და განხორციელდა რიგი აქტივობები: მომზადდა საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები, სოციალურგვერდებზე (Facebook-სა და Instagram-ზე) შეიქმნა სპეციალური გვერდები, მომზადდა 8 სატელევიზიო და 2 რადიო გადაცემა, გამოქვეყნდა 5 სტატია, ასევე, პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ დამზადდა ვიდეორგოლი. მოქალაქეებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სრულად შესრულდა, რადგან განხორციელებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.

ეტაპები:

4.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირები ჩამოყალიბებულია
ვადა
დაწყება
დეკემბერი 2017
დასრულება
ოქტომბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
ჩამოყალიბდა და ამოქმედა 14 საუბნო კავშირი, რომელთა თავმჯდომარეები და მმართველი საბჭოს წევრები ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გადამზადდნენ
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

4.2. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დამტკიცება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო დამტკიცებულია
ვადა
დაწყება
აპრილი 2018
დასრულება
ოქტომბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
ვებგვერდისა და რეგულაციების შესახებ ბრძანების პროექტი შეთანხმდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან. გამოიცა მერის ბრძანება, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების წესს არეგულირებს
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

4.3. მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემის პოპულარიზაცია; მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლებულია
ვადა
დაწყება
აპრილი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
ამოქმედა 14 საუბნო კავშირი, რომელთა თავმჯდომარეები და მმართველი საბჭოს წევრები ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გადამზადდნენ. ორგანიზაციამ შეხვედრები გაიმართა ,,შენი იდეა ბათუმის მერს" პროექტით დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

4.4. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი წარმართულია
ვადა
დაწყება
აპრილი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
USAID/GGI-ის მხარდაჭერით, 2019 წელს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნა ელექტრონული პლატფორმა idea.batumi.ge, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს და მოქალაქეებს პროექტების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

4.5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხების გათვალიწინება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი პროექტის/პროექტების განსახორციელებლად

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებულია
ვადა
დაწყება
ოქტომბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს გამოვლენილი პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 120 ათასი ლარი
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

4.6. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის შედეგების პოპულარიზაცია

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის შედეგები პოპულარიზებულია
ვადა
დაწყება
ოქტომბერი 2018
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში; ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
პასუხისმგებელი უწყება
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
დაიგეგმა და განხორციელდა რიგი აქტივობები: მომზადდა საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები, სოციალურგვერდებზე (Facebook-სა და Instagram-ზე) შეიქმნა სპეციალური გვერდები, მომზადდა 8 სატელევიზიო და 2 რადიო გადაცემა, გამოქვეყნდა 5 სტატია, ასევე, პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ დამზადდა ვიდეორგოლი. მოქალაქეებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები
შეფასება
done iconსრულად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!