ვალდებულებები

გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ვალდებულება: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში
ვალდებულების აღწერა: საქართველო გამოირჩევა როგორც ღია მმართველობის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით. ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 13 მუნიციპალური ორგანო მონაწილეობს, მათგან 9 მუნიციპალურმა ორგანომ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო, რომლის დახმარებით ჩამოყალიბდება კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სახელმძღვანელო სტანდარტები.

საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად გამოყენება მუნიციპალიტეტების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ მათ არ გააჩნიათ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის პროცესში არსებულ გამოწვევებს/საფრთხეებს, ადგენს მათი გადაჭრის გზებს და განსაზღვრავს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის არსებული სტანდარტების განმტკიცებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს. შესაბამისად, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
შედეგი: გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022); შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
ვადა: დაწყების თარიღი - ოქტომბერი 2018, დასრულების თარიღი - სექტემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დახმარებით, მოამზადა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022 წწ), სამოქმედო გეგმა (2019-2020 წწ.) და მონიტორინგის ჩარჩო, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 15 აგვისტოს N24 განკარგულებით დაამტკიცა.

სამუშაო პროცესში მომზადდა სიტუაციის ანალიზი გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ, ასევე შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები. 2019 წლის 28 მარტს და 13 ივნისს გაიმართა აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG), სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მონაწილეობით. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა შენიშვნებისა და კომენტარებისთვის 2 კვირის ვადით წარედგინათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესრულებასა და ახალი ინოვაციური მექანიზმების დანერგვაზე. დედოფლისწყაროს მერიაში ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N30 დადგენილების საფუძველზე საჯარო ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა ფორმატში გამოქვეყნება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.Dedoplistskaro.gov.ge).

ეტაპები:

1.1.1. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზის მომზადება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი მომზადებულია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
პასუხისმგებელი უწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
სამუშაო პროცესში მომზადდა სიტუაციის ანალიზი გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ, ასევე შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.2. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის მომზადება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია მომზადებულია
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
პასუხისმგებელი უწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.3. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ჩატარებულია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
ივნისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
პასუხისმგებელი უწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
2019 წლის 28 მარტს და 13 ივნისს გაიმართა აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG), სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მონაწილეობით. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა შენიშვნებისა და კომენტარებისთვის 2 კვირის ვადით წარედგინათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესრულებასა და ახალი ინოვაციური მექანიზმების დანერგვაზე.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.4. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის (2019- 2022), სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019- 2022), სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო დამტკიცებულია
ვადა
დაწყება
აპრილი 2019
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
პასუხისმგებელი უწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
შედეგი
დედოფლისწყაროს მერიაში ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N30 დადგენილების საფუძველზე საჯარო ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა ფორმატში გამოქვეყნება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.Dedoplistskaro.gov.ge).
შეფასება
done iconსრულად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!