ვალდებულებები

გარემოსდაცვითი შეფასების პორტალის ამოქმედება

ვალდებულება: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება
ვალდებულების აღწერა:

გარემოსდაცვით ინფორმაციაზე დროული ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი  გამოწვევაა.

აღნიშნული ვალდებულება ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მე-16 ვალდებულების (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება) გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „გარემოსდაცითი შეფასების კოდექსი“ შეიმუშავა და ვალდებულება სრულად შეასრულა.

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო კოდექსი, რომელიც  სრულად შეესაბამება როგორც ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დირექტივებს, ასევე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციას (ორჰუსის კონვენცია).

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით, სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის სრულად განთავსებას სამინისტრო სოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ არის განთავსებული სისტემატიზებული სახით და მარტივად ხელმისაწვდომი.

სწორედ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედებას.

ვალდებულების ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული სისტემის შექმნაზე, რომელმაც ეფექტურად უნდა უზრუნველყოს ინფორმაციაზე დროული და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობა. ელექტრონული სისტემის საშუალებით დაინტერესებულ საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების შესახებ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია სისტემატიზებული სახით და მარტივი ინტერფეისით. გარდა ამისა, აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მათი გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას და წაახალისებს მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობას.

 

შედეგი: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია
ვადა: დაწყების თარიღი - ოქტომბერი 2018, დასრულების თარიღი - სექტემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 15 დედამიწის ეკოსისტემები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconუმეტესწილად შესრულდა

გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნაზე მუშაობა 2018 წლის ბოლოს დაიწყო. საწყის ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარდა ბიზნეს პროცესების ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც, პრიორიტეტად განისაზღვრა არა მხოლოდ საჯარო პორტალის შექმნა, არამედ შიდა სისტემის შემუშავება. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული უზრუნველყოფდა გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას და ამასთან, საჯარო პორტალის მაქსიმალურად ეფექტურ და სტაბილურ მუშაობას. შიდა სისტემა წარმოადგენს საჯარო პორტალის ძირითად ბირთვს, რომელიც ქმნის ერთიან პლატფორმას, სადაც უწყებებს საშუალება აქვთ იმუშაონ ერთიან სისტემაში. აღნიშნული ასევე ხელს უწყობს ინფორმაციების სტრუქტურიზაციასა და სინქრონიზაციას, ამასთანავე, უზრუნველყოფს დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვას, რაც უფრო ეფექტიანს გახდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შიდა სისტემიდან ავტომატურად იქნება შესაძლებელი დოკუმენტების განთავსება საჯარო პორტალზე.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა გეგმა და შემუშავდა შიდა სისტემა. ამასათანავე, შიდა სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ მის პოტენციურ მომხმარებლებს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პორტალის მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლებს.

2019 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც დასრულდა შიდა სისტემის გამართვა, გაგრძელდა მუშაობა საჯარო პორტალის ნაწილზე. შემდგომ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით, იდენტიფიცირდა პორტალზე განსათავსებელი ინფორმაცია, შემუშავდა პორტალის სტრუქტურის ძირითადი ნაწილი და დეტალურად განისაზღვრა ფუნქციონალი, კერძოდ, პორტალის ძირითადი მენიუს პუნქტები, გრიდები, ფორმები და შესაბამისი ტექსტური მნიშვნელობები.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით განსაზღვრულ ვადებში უმეტესწილად შესრულდა. ჩატარდა ბიზნეს პროცესების ანალიზი, თუმცა, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა პორტალის სტრუქტურის მხოლოდ ძირითადი ნაწილი, ასევე, სრულად არ განთავსებულა პორტალის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები.


საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბენდელიანი - სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე

ეტაპები:

5.1 ახალი პორტალის შექმნის ან არსებული პორტალების გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ახალი პორტალის შექმნის ან არსებული პორტალების გამოყენების შესაძლებლობები გამოვლენილია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2018
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
შედეგი
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარდა ბიზნეს პროცესების ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც, პრიორიტეტად განისაზღვრა არა მხოლოდ საჯარო პორტალის შექმნა, არამედ შიდა სისტემის შემუშავება. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული უზრუნველყოფდა გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას და ამასთან, საჯარო პორტალის მაქსიმალურად ეფექტურ და სტაბილურ მუშაობას
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

5.2 განსათავსებელი ინფორმაციის და ფუნქციების ზუსტი განსაზღვრა; პორტალის სტრუქტურის შემუშავება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
განსათავსებელი ინფორმაცია განსაზღვრულია. პორტალის სტრუქტურა შემუშავებულია
ვადა
დაწყება
ოქტომბერი 2018
დასრულება
იანვარი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში იდენტიფიცირდა პორტალზე განსათავსებელი ინფორმაცია, შემუშავდა პორტალის სტრუქტურის ძირითადი ნაწილი და დეტალურად განისაზღვრა ფუნქციონალი
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა

5.3 პორტალის ამუშავება, ფუნქციური დატვირთვა

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
პორტალი ამუშავებული და ფუნქციურად დატვირთულია
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
ივნისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში ამუშავდა მხოლოდ შიდა სისტემა და დეტალურად განისაზღვრა პორტალის ფუნქციონალი
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა

5.4 პორტალის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების ეტაპობრივი განთავსება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
პორტალის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნებულია
ვადა
დაწყება
ივნისი 2019
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში სრულად არ განთავსებულა პორტალის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!