ვალდებულების აღწერა:
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემის (Regulatory Impact Assessment - RIA) შემუშავება.
ვალდებულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანს, საკანონმდებლო ინიციატივების სიტუაციური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, შეფასება და ეფექტური მართვა წარმოადგენს, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას გულისხმობს. RIA-ს ფარგლებში შესაძლებელია ინიციატივების შეფასება ხარჯის, სარგებლისა და რისკების მიხედვით, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით. RIA-ს მიზანია დაადგინოს საჭიროა თუ არა რეგულირების ჩარევა და თუ საჭიროა, როგორია პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა.
შედეგი: საკანონმდებლო აქტები შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზევადა: დაწყების თარიღი - სექტემბერი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
პასუხისმგებელი უწყება: მთავრობის ადმინისტრაცია
ვალდებულებით შესრულების მიზნით, ცვლილება შევიდა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. შედეგად:
- შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები შეფასდება ხარჯების, სარგებლისა და რისკების მიხედვით;
- უზრუნველყოფილი იქნება რეგულირების შედეგების უკეთესი გააზრება (ვინ მიიღებს სარგებელს, ვინ იტვირთავს ხარჯს), ასევე - პირდაპირი და ირიბი ზეგავლენების იდენტიფიცირება;
- დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კონსულტაციების გზით გაიზრდება კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობა.
კანონში განხორციელებული ცვლილების პარალელურად, საანგარიშო პერიოდში დასრულდა საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების სახელმძღვანელო მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც მთავრობას დასამტკიცებლად 2019 წლის ბოლოს წარედგინა. აღნიშნული საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის N 35 დადგენილებით დამტკიცდა. დადგენილება განსაზღვრავს RIA-ს განხორციელების წესსა და პირობებს. ამავე დადგენილებით განისაზღვრა საკანონმდებლო აქტების ნუსხა, სადაც ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სავალდებულოა RIA-ს ჩატარება.
დადგენილებასთან ერთად მთავრობას წარედგინა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელიც უკვე დამტკიცებული ნორმატიული ჩარჩოს ფარგლებში რეგულირების ზეგავლენის შეფასების წარმართვისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში სათანადო დახმარებას გაუწევს ცენტრალური და ადგილობრივი დონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს.
RIA-ს პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება სამართალშემოქმედებაზე პასუხისმგებელი 60-მდე საჯარო მოხელის გადამზადება. აღნიშნული მიმართულებით საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერებას მუდმივი ხასიათი ექნება და შესაბამისი ტრენინგები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. გარდა ამისა, RIA-ს სტანდარტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საერთო მიდგომებზე შეჯერების მიზნით, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით.
სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება სრულად შესრულდა, რადგან განხორციელებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.
ეტაპები:
8.1 საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით კანონპროექტის შემუშავება
იანვარი 2019
დასრულება
სექტემბერი 2019
8.2. საკანონმდებლო აქტების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი ჩარჩოს და მეთოდოლოგიის შემუშავება
დეკემბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
კომენტარის დამატება
Error!!!
Error!!!
თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.
Error!!!