ვალდებულების აღწერა:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (Department of International Development – DFID) მხარდაჭერით, ასევე ღია მონაცემთა პარტნიორობასთან (Open Contracting Partnership – OCP) თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს Open Contracting Data Standard (OCDS) დანერგვაზე. OCDS გულისხმობს ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო ინფორმაციისა და ხელშეკრულების შესრულების ყველა ეტაპზე (დაგეგმარებიდან განხორციელებამდე) სტრუქტურიზებული ინფორმაციის გამოქვეყნებას.
ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები OCDS-ის დანერგვის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობდა, როგორც აგრეგირებული, ასევე ცალკეულ შესყიდვებზე არსებული ინფორმაციის სპეციალურ წაკითხვად (Machine readable) ფორმატში (JSON) სისტემატურ გამოქვეყნებას საგანგებოდ შექმნილ ახალ ვებგვერდზე.
OCDS-ის მიხედვით არსებობს ღია მონაცემთა გამოქვეყნების სტანდარტის 4 (3 ძირითადი და 1 დამატებითი) დონე: 1. საბაზისო; 2. შუალედური; 3. მოწინავე; 4. დამატებითი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაიგეგმა OCDS-ის მე-3 დონის სტანდარტის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის კიდევ უფრო განვრცობის ვალდებულება აიღო, რაც გულისხმობს სპეციალურ წაკითხვად ფორმატში შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვის წლიური გეგმების გამოქვეყნებას, ასევე ავტორიზებული მომხმარებლისათვის ღია მონაცემების ბაზასთან პირდაპირი წვდომის მიზნით პროგრამული ინტერფეისის აპლიკაციისა (API) და ახალი ვიზუალიზაციის ვებგვერდის შექმნას.
შედეგი: სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგის პროცესი გამარტივებულიავადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის დასასრულს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა დღის წესრიგში რჩება აქტივობათა ნაწილის სრულად განხორციელება.
2018 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მსოფლიო ბანკისა და DFID-ის, საჯარო შესყიდვებში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით, საჯარო შესყიდვების სფეროში დანერგა OCDS, რომლის ფარგლებშიც საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდა სპეციალურ (machine readable) ფორმატში (JSON) აგრეგირებული სახით საგანგებოდ შექმნილ ახალ ვებგვერდზე opendata.spa.ge.
აგრეთვე, ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის უფრო მეტად გაღრმავების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს და სამოქალაქო საზოგადოებას უფრო აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და ღია მონაცემების ბაზასთან გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფისთვის, 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შექმნა პროგრამული ინტერფეისის აპლიკაცია (API) და ახალი ვიზუალიზაციის ვებგვერდი: vod.spa.ge. ორივე ხელსაწყო ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ამასთანავე, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებში, 2018 – 2019 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ წლიურ გეგმებში (ePlan) შესაძლებელი გახდა CPV კოდების მეტად დეტალიზებული (მინიმუმ მეორე დონეზე) მითითება. აღნიშნული აქტივობის განხორციელების ფარგლებში არსებული გამოწვევები, მეტწილად დაკავშირებულია e-Government სისტემაში ტექნიკურ ინტეგრაციასთან.
OCDS-ზე დაფუძნებულ ვებგვერდზე opendata.spa.ge სრულად გამოქვეყნებულია 2011-2019 წლების მონაცემები საქართველოში ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარე შესყიდვების გეგმების თაობაზე. წინამდებარე ანგარიშის მომზადების ეტაპისთვის, 2019 წლის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველი კვარტლის მდგომარეობით.
სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში უმეტესწილად შესრულდა. შეიქმნა ელექტრონული ტენდერების მონაცემთა ვიზუალიზაციის ახალი ვებგვერდი და პროგრამული ინტერფეისის აპლიკაცია (API), თუმცა, OCDS სტანდარტით შექმნილი ბაზა სრულად არ განახლებულა.
საკონტაქტო პირი: დიმიტრი გულისაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ეტაპები:
13.1. E-Procurement სისტემაში ჩაშენებული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული წლიური გეგმების მოდულში (e-Plan) არსებული მიმდინარე წლის ინფორმაციის წაკითხვად (machine readable) ფორმატში გადაყვანა და გამო
დეკემბერი 2018
დასრულება
იანვარი 2019
13.2. OCDS სტანდარტით შექმნილ ბაზაზე დაფუძნებული ახალი ვიზუალიზაციის ვებგვერდის შექმნა (ახალი ვებგვერდი დაეხმარება მომხმარებლებს მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ კორელაციაში)
მარტი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
13.3. OCDS სტანდარტზე დაფუძნებულ ბაზაზე წვდომისათვის პროგრამული ინტერფეისის აპლიკაციის (API) შექმნა
ივლისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
13.4. E-Procurement სისტემის ელექტრონულ ტენდერებში CPV კოდების მეტად დეტალიზებული (მინიმუმ მეორე დონის) მითითების უზრუნველყოფა
მაისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
13.5. OCDS სტანდარტით შექმნილი ბაზის განახლება, 2011 წლიდან ისტორიული მონაცემების სრულად დაფარვა და ახალი, მიმდინარე მონაცემების სისტემატური განახლება
იანვარი 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
კომენტარის დამატება
Error!!!
Error!!!
თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.
Error!!!