ვალდებულებები

ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა

ვალდებულება: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით
ვალდებულების აღწერა:

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ინფორმაციის ღიაობისა და მასზე წვდომის გამარტივების მიზნით, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) ვალდებულებას ქვეყანაში ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის შესახებ.

აღნიშნულის განხორციელება გულისხმობს ქვეყანაში სანდო და დაცული ონლაინ ავთენტიფიკაციის სისტემის არსებობას, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფო (და პერსპექტივაში კერძო) დაწესებულებას ონლაინ სივრცეში პიროვნების იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების ფართო არჩევანს მისცემს. გარდა ამისა, სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ საკუთარი რესურსები სერვისების განვითარებისაკენ მიმართონ და დაზოგონ ის რესურსი, რაც საიდენტიფიკაციო სისტემების ინდივიდუალურად შემუშავებასა და მართვას სჭირდება.

ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ონლაინ სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობას. მათ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ყველა ოფიციალურ ვებგვერდზე სერვისების მისაღებად, ავთენტიფიკაციის დროს, გამოიყენონ ერთი და იგივე ინფორმაცია (მომხარებლის სახელი და პაროლი). ამ გზით მოქალაქეები დისტანციურად, ონლაინ მომსახურებით მიიღებენ იმ სერვისებს, რაც მანამდე მხოლოდ პირადი ვიზიტის (მაგ. პასპორტის აღება) ან ვიდეო ზარით იდენტიფიცირების საშუალებით იყო შესაძლებელი. შედეგად, მომხმარებლებს სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვადასხვა ვებგვერდზე რეგისტრაციის რამდენჯერმე გავლა, რადგან ყველა ჩართულ სისტემაში (იქნება ეს საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია) მათი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში აისახება.

შედეგი: ქვეყანაში განვითარებულია ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა
ვადა: დაწყების თარიღი - ივნისი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconნაწილობრივ შესრულდა

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ერთიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მოიკვლია ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, მათ შორის, ითარგმნა ევროკავშირის 910/2014/EC რეგულაცია (eIDAS რეგულაცია). აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული ტრანზაქციებისთვის საჭირო ელ. იდენტიფიკაციისა და სანდო სერვისების კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან.

იმისათვის, რომ დაინტერესებული უწყებებისთვის მარტივი ყოფილიყო ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის მათ ბიზნეს პროცესებში ინტეგრაცია, საანგარიშო პერიოდში,  სერვისების მიმწოდებელი უწყებების ჩართულობით ჩატარდა კონსულტაციები. შედეგად, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა დაეფუძნა ორ, საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ ავთენტიფიკაციის სტანდარტს - SAML და OATH, რაც საშუალებას იძლევა, ავთენტიფიკაცია განხორციელდეს, როგორც მომხმარებლის სახელი/პაროლის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, პროგრამული ხელსაწყო WSO2-ის გამოყენებით, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ამოქმედდა საწარმოო რეჟიმში. სისტემის ტესტირების მიზნით, განხორციელდა მისი ინტეგრაცია პორტალ my.gov.ge-სთან და სააგენტოს სატესტო Sharepoint-თან (სააგენტოს შიდა სამომხმარებლო პორტალი და ცოდნის ბაზის სისტემა).  უწყების მიერ ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ასევე ინტეგრირდა სააგენტოს დისტანციურ სერვისებში, კერძოდ, ელექტრონული ხელმოწერის პორტალის პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე საპილოტე რეჟიმშია გაშვებული. აღნიშნული სისტემა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ ხელმოსაწერი ელექტრონული დოკუმენტები ვებპორტალზე, გაუზიარონ ისინი სხვებს ხელმოსაწერად ან დასათვალიერებლად, გაახანგრძლივონ მოკლევადიანი ხელმოწერები "არქივის" ფორმატებამდე და გადაამოწმონ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერების უტყუარობა.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ვალდებულების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გულისხმობდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის სხვა უწყებებისთვის მიწოდების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებასა და ინიცირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  • ავთენტიფიკაციისთვის სამართლებრივი ძალის მინიჭება;
  • კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერასა და ავთენტიფიკაციას შორის ზღვრის გავლება;
  • ევროკავშირის eIDAS რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საანგარიშო პერიოდში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არ მომზადებულა და შესაბამისად, არ მომხდარა მათი ინიცირება.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით განსაზღვრულ ვადებში ნაწილობრივ შესრულდა. ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა საწარმოო რეჟიმში გაეშვა და ინტეგრირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს sharepoint სისტემასთან, თუმცა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის სხვა უწყებებისთვის მისაწოდებლად საკანონმდებლო ცვლილებები არ მომზადებულა და აღნიშნული სისტემა არ ინტეგრირებულა სხვა ორგანიზაციების სისტემებში.


საკონტაქტო პირი: ეკატერინე მრულიშვილი - კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი

ეტაპები:

3.1 ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის საწარმოო რეჟიმში გაშვება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს sharepoint ან არასაჯარო გამოყენების სხვა სისტემასთან ინტეგრაცია

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა გაშვებულია საწარმოო რეჟიმში და ინტერირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს sharepoint სისტემასთან
ვადა
დაწყება
ივნისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, პროგრამული ხელსაწყო WSO2-ის გამოყენებით, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ამოქმედდა საწარმოო რეჟიმში. სისტემის ტესტირების მიზნით, განხორციელდა მისი ინტეგრაცია პორტალ my.gov.ge-სთან და სააგენტოს სატესტო Sharepoint-თან (სააგენტოს შიდა სამომხმარებლო პორტალი და ცოდნის ბაზის სისტემა).
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

3.2 ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სერვისებში

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ინტეგრირებულია სააგენტოს დისტანციურ სერვისებში
ვადა
დაწყება
ივლისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში სისტემა ინტეგრირებულია მხოლოდ სააგენტოს ელ. ხელმოწერის პორტალის პროგრამულ უზრუნველყოფაში
შეფასება
done iconნაწილობრივ შესრულდა

3.3 ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის სხვა უწყებებისთვის მისაწოდებლად საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული და ინიცირებულია
ვადა
დაწყება
ივნისი 2018
დასრულება
ივლისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებები არ მომზადებულა და შესაბამისად, არ მომხდარა მათი ინიცირება
შეფასება
done iconარ შესრულდა

3.4 ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის ინტეგრირება სხვა ორგანიზაციების სისტემებში

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა ინტეგრირებულია: 1. 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე სულ მცირე 1 ორგანიზაციის (გარდა თავად სააგენტოსი) სისტემაში 2. 2019 წლის ბოლომდე სულ მცირე 10 ორგანიზაციის სისტემაში
ვადა
დაწყება
დეკემბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შედეგი
2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სისტემაშია დანერგილია
შეფასება
done iconარ შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!