ვალდებულებები

SDGs მონიტორინგი

ვალდებულება: საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი
ვალდებულების აღწერა:

საქართველოს მთავრობამ გაერო- მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციისა და დანერგვის პროცესი 2015 წლიდან, ხოლო უშუალოდ განხორციელების ფაზა 2018 წლიდან დაიწყო. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის გამოწვევებისა და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტში თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 200 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები 2030 წლისთვის.

ეროვნული დოკუმენტის კომპლექსურობის გათვალისწინებით, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესის გამარტივებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო გახდა საერთო ელექტრონული პლატფორმის შექმნა. სისტემა გამჭვირვალეს გახდის ქვეყანაში მიზნების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს, ამასთან, მიზნებსა და ამოცანებს დააკავშირებს ქვეყნის შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან და ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას არსებულ სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზეც.

შედეგი: ამოქმედდა მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა
ვადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: მთავრობის ადმინისტრაცია
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა

ღია მმართველობა საქართველოს რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდი - www.sdg.gov.ge, SDG Tracker-ის ფუნქციით.

აღნიშნული სისტემის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მოძიება მიზნების, ამოცანების (მათ შორის საქართველოსთვის მისადაგებული და გლობალური), საბაზისო და სამიზნე ინდიკატორების, პასუხისმგებელი უწყებების, გატარებული ღონისძიებებისა და რაც მთავარია, მიღწეული პროგრესის შესახებ - ონლაინ რეჟიმში შეუძლია, რაც ვებგვერდის დანერგვამდე არ იყო შესაძლებელი. SDG Tracker მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ორასზე მეტი ინდიკატორის მონიტორინგის ელექტრონული ხელსაწყოა.
საკონტაქტო პირი: გიორგი ბობღიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ეტაპები:

7.1 შიდა ელექტრონული სისტემის (შიდა საოპერაციო სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის) ამოქმედება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
შიდა ელექტრონული სისტემა ამოქმედულია
ვადა
დაწყება
იანვარი 2018
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
პასუხისმგებელი უწყება
მთავრობის ადმინისტრაცია
შედეგი
საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა შიდა ელექტორნული სისტემა
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

7.2. მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდის, მათ შორის SDGs Tracker-ისა და სხვა კომპონენტების ამოქმედება/ფუნქციონალის გამართვა, სადაც გენერირდება შიდა სისტემის მონაცემები

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
SDGs Tracker ამოქმედებულია/ფუნქციონალი გამართულია
ვადა
დაწყება
ოქტომბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
მთავრობის ადმინისტრაცია
შედეგი
ისტემის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მოძიება მიზნების, ამოცანების (მათ შორის საქართველოსთვის მისადაგებული და გლობალური), საბაზისო და სამიზნე ინდიკატორების, პასუხისმგებელი უწყებების, გატარებული ღონისძიებებისა და რაც მთავარია, მიღწეული პროგრესის შესახებ - ონლაინ რეჟიმში შეუძლია, რაც ვებგვერდის დანერგვამდე არ იყო შესაძლებელი. SDG Tracker მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ორასზე მეტი ინდიკატორის მონიტორინგის ელექტრონული ხელსაწყოა
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

7.3. SDGs Tracker, როგორც მთავრობის პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობის პოპულარიზაცია

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
SDGs Tracker პოლურაზაციის კამპანია დაწყებულია
ვადა
დაწყება
თებერვალი 2019
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
მთავრობის ადმინისტრაცია
შედეგი
SDGs Tracker-ის პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის 7-8 მაისს გაეროს MAPS მისიის ვორქშოპზე ვებგვერდის შესახებ ინფორმაცია წარედგინა 100-მდე მონაწილეს მათ შორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

7.4. SDG Tracker ვებგვერდის საინფორმაციო ნაწილის ამოქმედება - ქვეყნის მასშტაბით მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ყველა პროექტის, მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ კალენდრის/ინფორმ

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
SDG Tracker ვებგვერდის საინფორმაციო ნაწილი ამოქმედებულია
ვადა
დაწყება
თებერვალი 2019
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
მთავრობის ადმინისტრაცია
შედეგი
პლატფორმა არსებითად აუმჯობესებს SDG მიზნების მისაღწევად განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ უახლესი ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის პრაქტიკას. გარდა ამისა, ვებგვერდს აქვს სიახლეების, კალენდრის, ანგარიშებისა და პროექტების განყოფილება, სადაც განთავსდება დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!