OGP კოორდინაცია

OGP კოორდინაცია

ღია მმართველობა საქართველოს პროცესის ორგანიზაციული გამართულობის, კოორდინაციის მაღალი ხარისხისა და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელი უწყების (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია) ინიციატივით და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით,  ჩამოყალიბდა პირველი ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. 

საბჭოს დებულება და შემადგენლობა 2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის №110 დადგენილებით დამტკიცდა.

OGP საქართველოს საბჭო პროცესში თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საბჭოში ხმის უფლებით მონაწილეობენ ყველა მინისტრის ერთი მოადგილე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. საბჭოს საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

  • ქვეყანაში ღია მმართველობის ზოგადი პოლიტიკის განხორციელება და კოორდინაცია
  • ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა
  • სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება
  • ღია მმართველობის პროექტების, ინიციატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა
  • უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია. მასში წარმოდგენილნი არიან საბჭოს წევრი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო რანგის წარმომადგენლები.

ფორუმის ძირითადი ამოცანებია:

  • ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა
  • სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, მონიტორინგის წარმოება და საბჭოს ინფორმირება
  • ღია მმართველობის საკითხებზე წინადადებების, პროექტების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა
  • გამოწვევებისა და რისკების იდენტიფიცირება და ახალი ინიციატივების ხელშეწყობა

ღია მმართველობის საბჭოსა და ფორუმის ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს OGP საქართველოს სამდივნო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მმართველობის სამმართველო. სამდივნოს ფუნქციებშია ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმების შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ანგარიშგება და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა.

OGP საქართველოს პროცესის მართვა

სამდივნო
საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
თავმჯდომარე

საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი

თანა-თავმჯდომარე

საბჭოს წევრი სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენელი

ღია მმართველობა
საქართველოს ფორუმი

საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი

მომხსენებლი

ფორუმის წევრი საჯარო
დაწესებულების წარმომადგენელი

თანა-მომხსენებელი

ფორუმის წევრი არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენელი

საბჭოს დროებითი
სამუშაო ჯგუფი