ვალდებულებები

გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ვალდებულება: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
ვალდებულების აღწერა: საქართველო გამოირჩევა როგორც ღია მმართველობის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით. ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 13 მუნიციპალური ორგანო მონაწილეობს, მათგან 9 მუნიციპალურმა ორგანომ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო, რომლის დახმარებით ჩამოყალიბდება კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სახელმძღვანელო სტანდარტები.

საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად გამოყენება მუნიციპალიტეტების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ მათ არ გააჩნიათ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის პროცესში არსებულ გამოწვევებს/საფრთხეებს, ადგენს მათი გადაჭრის გზებს და განსაზღვრავს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის არსებული სტანდარტების განმტკიცებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს. შესაბამისად, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
შედეგი: გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022); შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
ვადა: დაწყების თარიღი - ოქტომბერი 2018, დასრულების თარიღი - სექტემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconუმეტესწილად შესრულდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან (საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროგრესის სახლი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

  • სიტუაციური და SWOT ანალიზის მომზადება
  • სტრატეგიული პრიორიტეტების შეთანხმება
  • სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის მომზადება
  • დოკუმენტების სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ოთხწლიან პერიოდში (2019-2022 წლები) სამ სტრატეგიულ მიზანს ისახავს, რაც, თავის მხრივ, ცხრა სტრატეგიულ ამოცანას მოიცავს.

გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აქტიური განხილვების შემდეგ, საბოლოოდ 2019 წლის 30 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 90-ე განკარგულებით დამტკიცდა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ USAID/GGI-სთან თანამშრომლობით გააგრძელეს მუშაობა მონიტორინგის ჩარჩოსა და თვითშეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც სამოქმედო გეგმის ვადის გადაცილებით, საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის N18 დადგენილებით დამტკიცდა.

ეტაპები:

1.1.1. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზის მომზადება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი მომზადებულია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: პროგრესის სახლი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავდა სიტუაციური და SWOT ანალიზის მომზადებას
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.2. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის მომზადება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია მომზადებულია
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: პროგრესის სახლი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.3. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ჩატარებულია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
ივნისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: პროგრესის სახლი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავდა დოკუმენტების სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვას დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

1.1.4. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის (2019- 2022), სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019- 2022), სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო დამტკიცებულია
ვადა
დაწყება
აპრილი 2019
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: პროგრესის სახლი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუმცა, არ დამტკიცებულა მონიტორინგის ჩარჩო
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!