ვალდებულებები

ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა

ვალდებულება: ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა
ვალდებულების აღწერა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია აქტიურად მუშაობენ მოსახლეობისთვის გაწეული სერვისების დახვეწასა და პროგრამულ ბიუჯეტში წარმოდგენილი ინდიკატორების მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე. წინამდებარე ვალდებულების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვა, რაც გააძლიერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობას. შედეგი: - ა(ა)იპ-ების მიერ გაცემული სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემა დანერგილია - მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების შეფასება და აღნიშნულის შესახებ მოსახლეობისთვის ანგარიშების წარდგენა წელიწადში 2-ჯერ ტარდება - თვითმმართველობა განათლებისთვის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის გამართულია
ვადა: დაწყების თარიღი - სექტემბერი 2018, დასრულების თარიღი - სექტემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
საანგარიშო პერიოდში ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საჯარო პირებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა SMART ინდიკატორები ოზურგეთის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მონიტორინგის მიზნით.

პარტნიორების სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კვალიფიციურ დამკვირვებლებად მოწვეულ იყვნენ ახალგაზრდები (საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები). "თვითმართველობა განათლების" ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და შეირჩა მოხალისეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. 2019 წლის აგვისტოში, კვალიფიციურ დამკვირვებელთა ჯგუფმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აწარმოა კვლევა და გამოკითხა 300 რესპოდენტი.

აღნიშნული აქტივობის შედეგად მომზადდა ანგარიში, რომელშიც აისახა რეკომენდაციები მონიტორინგის ინდიკატორებთან დაკავშირებით. მოსახლეობის გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე გადაიხედა არსებული ინდიკატორები და დაკორექტირდა რიგი სერვისის მენეჯმენტი. აღნიშნული შეეხო იდენტიფიცირებული პრობლემების 2/3 ნაწილს.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პროექტი „თვითმმართველობა განათლებისთვის“. თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებები მუნიციპალიტეტის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და ჩართულობით გაიმართა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა რიგი ინფორმაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაზეც სამდივნოს სრულყოფილი ინფორმაცია წარედგინა.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სრულად შესრულდა.

ეტაპები:

8.1. მომსახურების მიწოდების შეფასებისთვის ინდიკატორების განსაზღვრისათვის დაგეგმვის ჯგუფის შექმნა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ჯგუფი შექმნილია
ვადა
დაწყება
აგვისტო 2018
დასრულება
ოქტომბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საჯარო პირებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა SMART ინდიკატორები ოზურგეთის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მონიტორინგის მიზნით.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

8.2. ინდიკატორების გაზომვის მიზნით კვალიფიცირებულ დამკვირვებელთა სამუშაო ჯგუფის შექმნა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
სამუშაო ჯგუფი შექმნილია
ვადა
დაწყება
ოქტომბერი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
პარტნიორების სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კვალიფიციურ დამკვირვებლებად მოწვეულ იყვნენ ახალგაზრდები (საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები). "თვითმართველობა განათლების" ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და შეირჩა მოხალისეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. 2019 წლის აგვისტოში, კვალიფიციურ დამკვირვებელთა ჯგუფმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აწარმოა კვლევა და გამოკითხა 300 რესპოდენტი.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

8.3. მომსახურების მიწოდების შესახებ მონაცემთა შეგროვება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მომსახურების მიწოდების შესახებ მონაცემები შეგროვებულია
ვადა
დაწყება
იანვარი 2019
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
2019 წლის აგვისტოში, კვალიფიციურ დამკვირვებელთა ჯგუფმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აწარმოა კვლევა და გამოკითხა 300 რესპოდენტი. აღნიშნული აქტივობის შედეგად მომზადდა ანგარიში, რომელშიც აისახა რეკომენდაციები მონიტორინგის ინდიკატორებთან დაკავშირებით.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

8.4. შედეგების ინდიკატორებთან შედარება და სერვის მენეჯმენტის კორექტირება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
შედეგები ინდიკატორებთან შედარებულია და საჭიროების შემთხვევაში, სერვის მენეჯმენტი კორექტირებულია
ვადა
დაწყება
მარტი 2019
დასრულება
ივნისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
მოსახლეობის გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე გადაიხედა არსებული ინდიკატორები და დაკორექტირდა რიგი სერვისის მენეჯმენტი. აღნიშნული შეეხო იდენტიფიცირებული პრობლემების 2/3 ნაწილს.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

8.5. პროექტის „თვითმმართველობა განათლებისთვის“ დანერგვა – თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება (ცნობიერების ამაღლების ღ

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გამართულია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2018
დასრულება
სექტემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პასუხისმგებელი უწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო
შედეგი
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პროექტი „თვითმმართველობა განათლებისთვის“. თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებები მუნიციპალიტეტის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და ჩართულობით გაიმართა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა რიგი ინფორმაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაზეც სამდივნოს სრულყოფილი ინფორმაცია წარედგინა.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!