ვალდებულებები

I.Gov.ზუგდიდი

ვალდებულება: I.Gov.Zugdidi
ვალდებულების აღწერა: მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმებისა, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ზუგდიდის საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპების დანერგვა და განვითარება დაისახა მიზნად და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მრავალფუნქციური მობილური აპლიკაციის – I.Gov.Zugdidi-ის შექმნა განსაზღვრა მის ვალდებულებად. შედეგი: აპლიკაცია გამართულად ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის; აპლიკაცია მოქალაქეებს სთავაზობს უკუკავშირის მექანიზმს.
ვადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2019, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
არსებული პროგრესი:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
2018 წლის დეკემბერში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოქალაქეებისათვის სწრაფი და ეფექტური მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შექმნა მრავალფუნქციური მობილური აპლიკაცია - I.Gov.Zugdidi.

აპლიკაცია მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მოითხოვონ საჯარო ინფორმაცია, მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, გაეცნონ სიახლეებს, მუნიციპალურ პროგრამებს, ასევე მიიღონ საკრებულოს წევრთა საკონტაქტო ინფორმაცია.

მობილური აპლიკაციის საშუალებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს საკრებულოს რიგითი სხდომებისა და განსახილველი საკითხების, ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა სახის კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების გამართვის თარიღების, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების თარიღების შესახებ.

გარდა ამისა, მოქალაქე იღებს ინფორმაციას მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ, ასევე ეცნობა კონკრეტული პროგრამით სარგებლობის პირობებსა და მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაციას აქვს უკუკავშირის ფუნქციაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა სახის საჭიროებაზე მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას.

მობილური აპლიკაციის სრულად ამოქმედებისთანავე, 2019 წლის იანვარიდან დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აქტიური ინფორმირება და აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება. საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მერიის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში. გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმირება ხდებოდა სოციალური ქსელებისა და ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობითაც.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სრულად შესრულდა, რადგან განხორციელებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი

ეტაპები:

7.1. აპლიკაციის შექმნა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
აპლიკაცია შექმნილია
ვადა
დაწყება
დეკემბერი 2018
დასრულება
მაისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
პასუხისმგებელი უწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
შედეგი
2018 წლის დეკემბერში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოქალაქეებისათვის სწრაფი და ეფექტური მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შექმნა მრავალფუნქციური მობილური აპლიკაცია - I.Gov.Zugdidi.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

7.2. აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარებულია
ვადა
დაწყება
ივნისი 2019
დასრულება
აგვისტო 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
პასუხისმგებელი უწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
შედეგი
მობილური აპლიკაციის სრულად ამოქმედებისთანავე, 2019 წლის იანვარიდან დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აქტიური ინფორმირება და აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება. საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მერიის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში. გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმირება ხდებოდა სოციალური ქსელებისა და ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობითაც.
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

7.3. აპლიკაციის ამუშავება

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
აპლიკაცია ამუშავებულია
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2019
დასრულება
დეკემბერი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
პასუხისმგებელი უწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
შედეგი
აპლიკაცია გამართულად ფუნქციონირებს
შეფასება
done iconსრულად შესრულდა
განახლებულია: 01 იანვარი, 2021

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!