სიახლეები

29 ივლისი, 2022

ღია მმართველობის უწყვეტი გაუმჯობესების გზა საქართველოს მუნიციპალიტეტებში

1/2

2020 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივ პროგრამას (OGP Local) აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership) რეგიონიდან 11 ახალი წევრი შეუერთდა - ოზურგეთის, ხონისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები საქართველოდან, ხმელნიცკი, ვინიცა და ტერნოპილი უკრაინიდან, ვანაძორი და გიუმრი სომხეთიდან.

დამატებით, 2022 წელს, პროგრამის კიდევ ერთი გაფართოებისას, ახალ წევრებად საქართველოდან რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები აირჩიეს, ხოლო სომხეთიდან პროგრამას ერევანი და არმავირი შეუერთდა.

2020 წელს, გლობალური პანდემიის ფონზე და ამასთან, მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებმა შეძლეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ღია მმართველობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს.

აღნიშნული სამოქმედო გეგმები მოიცავდა ისეთ ვალდებულებებს, როგორებიცაა: შშმ პირთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ხონის მუნიციპალიტეტი), ფისკალური ღიაობის გაზრდა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მარგინალიზებული საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება (ორივე მუნიციპალიტეტი).

2021 წლის ბოლოს, ორივე მუნიციპალიტეტმა წარმატებით განახორციელა სამოქმედო გეგმა და ღია მმართველობის საერთაშორისო სამდივნოს თვითშეფასების ანგარიშები წარუდგინა.

აღნიშნული მუნიციპალიტეტები მიზნად ისახავენ გახდნენ მეტად ინკლუზიურები და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდონ.

ხონის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში ყველა ის სამოქალაქო საზოგადოების წევრი ორგანიზაცია მოიწვია, რომელიც წინა გეგმის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. დამატებით, მუნიციპალიტეტის მერიამ პროცესში მონაწილეობა ახალგაზრდულ გაერთიანებებს, აკადემიური და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებს შესთავაზა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების მიზნით, გაცნობითი შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის ცენტრში გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მიზანს, რომ ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერსებული მხარეების მიმართ უფრო მეტად ინკლუზიურები იყვნენ.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ინკლუზიურობის გაზრდის გზით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტს სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საჯარო კონსულტაციების სერია დაგეგმეს, რომლის პირველი შეხვედრა ვიცე მერთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნული გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ოზურგეთის ინოვაციის ცენტრში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს  შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ უნარები, რათა უფრო მეტად ინოვაციურები და შემოქმედებითები გახდნენ.

ხონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, თუმცა ორივე მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, სანამ ახალ სამოქმედო გეგმასა და ახალ ვალდებულებებს წარადგენენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს, გახდეს უფრო მეტად გამჭვირვალე, მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით შექმნას სივრცეები და გააუმჯობესოს ანგარიშვალდებულების ხარისხი, რათა სამომავლოდ უფრო ეფექტურად უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

წყარო: ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნო.

სტატიის ინგლისური ვერსიის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.

 

facebook icon twitter icon linkedin icon
16 ივნისი, 2022

ესეების კონკურსში ნაშრომების წარმოდგენის ვადა გახანგრძლ ...

ესეების მიღების ვადა გაგრძელებულია 2022 წლის 17 ივლისამ ...

31 მაისი, 2022

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყან ...

საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი ...

+9
29 მაისი, 2022

საქართველოს უნივერსიტეტებში ღია მმართველობის შესახებ სა ...

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო მადლობას უხდის უნი ...