სამოქმედო გეგმა

My.gov.ge

საჯარო სექტორის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების პარალელურად, მრავალი წელია სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს ელექტრონული სახით აწვდიან მომსახურების გარკვეულ ნაწილს.

ელექტრონული სერვისების მიწოდების პრაქტიკის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების არსებობას. 2016 წელს ჩატარებული ელექტრონული მზაობის კვლევის მონაცემების თანახმად:       

  • გამოკითხული მოსახლეობის 80% რეგულარულად იყენებს ინტერნეტს, მათ შორის, 90% - ყოველდღიურად;
  • თბილისში მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 45%-ის უნარ-ჩვევები საკმარისია ინტერნეტის მოხმარებისათვის, იგივე მაჩვენებელი რეგიონებში 23%-ია;
  • დაახლოებით 2,8 მილიონ საქართველოს მოქალაქეს აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობა (ID ბარათი), თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ ერთ მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს ხელმოწერისათვის აქტიური სერტიფიკატი.

სახელმწიფო სერვისების უფრო მარტივად და უსაფრთხოდ, ერთიან სივრცეში მიწოდების მიზნით, საქართველოში 2012 წლიდან ამოქმედდა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიWWW.MY.GOV.GE, რომელიც დღეისთვის 200 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად მიიღონ საჯარო და კერძო სექტორის 700-მდე მომსახურება, მათ შორის:

  • დაარეგისტრირონ იურიდიული პირი და წამოიწყონ ბიზნესი,
  • შეიცვალონ მისამართი,
  • განაახლონ უძრავი ქონების ამონაწერი,
  • დაარეგისტრირონ იპოთეკა,
  • ელექტრონულად გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია,
  • აწარმოონ ელექტრონული კომუნიკაცია საჯარო უწყებასთან,
  • პორტალზე მოაწერონ ხელი დოკუმენტებს და იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე მიიღონ მათთვის მომზადებული ელექტრონული დოკუმენტები და ა.შ.

პორტალი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებებზე და სპეციალური ხმოვანი მოწყობილობის გამოყენებით, მოქალაქეები შეუზღუდავად ახერხებენ პორტალზე არსებული ელექტრონული სერვისების გამოყენებას.

პორტალზერეგისტრაციაშესაძლებელია, როგორცპირადობის (ბინადრობის) მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე - საქართველოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტისგზით. პორტალზე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დეტალური ინსტრუქცია.

პორტალზე სერვისები ორგანიზებულია კატეგორიებად, ასევე არსებობს სერვისების ძიების ფუნქციაც. მომსახურებით სარგებლობისთვის არ არის სავალდებულო სერვისის მიმწოდებელი უწყების ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ქონა. საკმარისია, მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რომელი მომსახურება გჭირდებათ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს, პორტალზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ მას ავტომატურად ენიჭება უფლება, გამოიყენოს პორტალზე იურიდიული პირებისათვის განკუთვნილი სერვისები, იურიდიული პირის სახელით.

My.gov.ge-ზე ხელმისაწვდომია როგორც საინფორმაციო, ისე - ფუნქციური სერვისები.

  • საინფორმაციო ტიპის სერვისი გულისხმობს მომხმარებლისთვის მის შესახებ სხვადასხვა უწყებაში დაცული ინფორმაციის მიწოდებას. მაგალითად, პიროვნების მონაწილეობა დოკუმენტებში, საწარმოში მონაწილეობა, ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ, საგადასახადო დავალიანება და ა.შ.
  • ფუნქციური ტიპის სერვისი გულისხმობს სერვისის მისაღებად განაცხადის შევსებას, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციისა და მათში დაცული მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვას. განცხადებაზე და მის თანდართულ დოკუმენტებზე პორტალზე შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება, შევსებული განაცხადის ადრესატთან გაგზავნა, პასუხის მიღება და შევსებული განაცხადისა და მიღებული პასუხების შენახვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწორედ საჯარო დაწესებულებებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისია ყველაზე პოპულარული და მას სხვადასხვა მიზნით განსხვავებული პროფესიის ადამიანები იყენებენ. ამ სერვისის ფარგლებში შესაძლებელია სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა ან საჯარო დაწესებულებაში წერილის/განაცხადის თუ სხვა დოკუმენტის გაგზავნა. პორტალის დანერგვით მთავრობამ გაზარდა სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, შესაძლებელი გახადა მოქალაქესთან მარტივი კომუნიკაცია, მომსახურების გაწევისას კი კორუფციის რისკი დაიყვანა ნულამდე.

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ იკისრა პორტალის განვითარების ვალდებულება და მართლაც, ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მასზე განთავსებული სერვისების რაოდენობა.

პორტალი შექმნა და მისგანვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

facebook icon twitter icon linkedin icon